Показаны сообщения с ярлыком ჩემი მეორე სამოდელო კაკვეთილი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ჩემი მეორე სამოდელო კაკვეთილი. Показать все сообщения

понедельник, 10 июня 2019 г.

ჩემი მეორე სამოდელო გაკვეთილი

გაკვეთილის გეგმა


 უფროსი მასწავლებელი მარინე ფირცხალაიშვილი, პ/ნ 61001014776
თარღი: 07.06./2019

დაწყებითი საფეხური  მე–5 კლასი

საგანი: მათემატიკა

გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული

გაკვეთილის თემა: წილადის ძირითადი თვისება

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს წილადის ძირითადი თვისების განმარტებას, შეძლებს ამ თვისების გამოყენებას სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შედარებისას,  შეკვეცისას, შეკრება–გამოკლებისას და სხვა პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.

მისაღწევი შედეგები:
მათ. V.2. მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს;
ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით;

სასწავლო მასალა და რესურსები:
რვეული, საწერ–კალამი, წრის მოდელები, პროექტორი, ინტერნეტში ჩართული ნოუთბუკი, Power Point-ში შექმნილი პრეზენტაცია. ხანის აკადემიის და საგანმანათლებო საიტ www.skool.ge  –ს ინტერნეტრესურსი:

საჭირო წინარე ცოდნა და უნარჩვევები:  
მოსწავლემ იცის წილადის ცნება, წილადის ჩაწერა და წაკითვა;  ჩანაწერში გამოარჩევს მრიცხველს და  მნიშვნელს, იცის რას აღნიშნავს თითოეული მათგანი; შეუძლია წესიერი და არაწესიერი წილადების ამოცნობა.
შეფასება განმავითარებელი: განმავითარებელი შეფასება რუბრიკებით და კომენტარებით
გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობების აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
აქტივობა №1: საორგანიზაციო მომენტი.
აქტივობის მიზანი– კლასის მომზადება საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, ახალი ცოდნის მისაღებად.
აქტივობის აღწერა– მისალმება, სიის ამოკითხვა. მიზნის გაცნობა.






პროექტორი,
კომპიუტერი.




სლაიდი 1
Power Point-ში შექმნილი პრეზენტაცია.

3 წთ
აქტივობა №2: წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი– მოსწავლეებმა გაიხსენონ  ნატურალურ რიცხვები,  წილადები, მოახდინონ წილადების დახარისხება წესიერ, არაწესიერ წილადებად.
აქტივობის აღწერა–
ა) წაიკითხეთ სლაიდზე ჩამოწერილი რიცხვები:   25/4; 18; 3/8; 25/31; 54; 335; 8/102; 125; 9/4.
რა ჯგუფებად შეიძლება მათი დაყოფა?
მოცემული წილადებიდან რომლებია წესიერი წილადები და რომლები არაწესიერი?
რას ეწოდება წილადი?
რას გვიჩვენებს წილადის მნიშვნელი?
რას გვიჩვენებს წილადის მრიცხველი?
გონებრივი იერიში (კითხვა–პასუხი)
გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ჩხირების გამოყენებით.
საერთო–საკლასო












სლაიდი 2
პროექტორი,
კომპიუტერი.
ჩხირები, რომლებზეც მოსწავლეთა გვარებია დატანილი.







4 წთ























აქტივობა №3: გამოწვევა;
აქტივობის მიზანი–პრობლემის დასმაახალ თემაზე გადასვლა.
აქტივობის აღწერა–
1.გადაკეცეთ წრე შუაზე, ჩაწერეთ წილადი, რომელიც წრის ერთ ნაწილს გამოსახავს;
2.მიღებული ნაწილი კიდევ გადაკეცეთ შუაზე. წრის რა ნაწილი მიიღეთ? რამდენი მეოთხედია წრის ½ ში?
3.მიღებული მეოთხედი ისევ გადავეცოთ შუაზე. ახლა რა ნაწილი მიიღეთ? რამდენი მერვედია წრის ½ ში?
4.ჩამოწერეთ რვეულებში და მძიმეებით გამოყავით მიღებული წილადების ჯაჭვი:½,2/4,4/8
5. რა შენიშნეთ საინტერესო?
6. გააგრძელეთ ჯაჭვი და ჩაწერეთ სამი მომდევნო წილადი.
(8/16,16/32,32/64)
7. რა ნიშანი უნდა დაიწეროს მძიმის ადგილას? მძიმეს თავზე დააწერეთ ნიშანი =
8. დამოუკიდებლად ცადეთ ჩამოაყალიბოთ წილადის ძირითადი თვისება.
9. წაიკითხედ სლაიდზე 4
წილადის ძირითადი თვისება;
როგორ ფიქრობთ, დაემთხვა თუ არა თქვენს მიერ ჩამოყალიბებულ განმარტებას?

ფრონტალური, ზეპირი გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ჩხირების გამოყენებით
















საერთო–საკლასო.























სლაიდი №3
ყველა ჯგუფში დარიგებული ქაღალდზე შესრულებუ
ლი წრის მოდელები.























სლაიდი 4

6 წთ



























2 წთ
აქტივობა №4:
 ახალი მასალის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა–
მოსწავლე უკეთ გაიაზრებს წილადის ახალ მნიშვნელამდე მიყვანის საჭიროებას.
ვნახოთ  ვიდეო






აქტივობა №5: პრობლემის გადაჭრა.
აქტივობის აღწერა:
წინასწარი შერჩევით მოსწავლეები იყოფიან 6 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში 5 მოსწავლე.
აქტივობის მიზანი–
მოსწავლე შეძლებს პრობლემის განსაზღვრას და მის ჩამოყალიბებას, ცხოვრებისეულ სიტუაციებში პრობლემის გადაჭრის უმარტივესი ხერხის პოვნას.

პრობლემური ამოცანა
1)ზეიმისთვის ანას დედას ანასთვის უნდა შეეკერა მაქმანებიანი პერანგი. დედამ აიღო ზომა  და იანგარიშა, რომ საჭირო იყო 7/10 მეტრი მაქმანი. იმავე დღეს ანა მეგობრებთან ერთად წავიდა მაღაზიაში მაქმანის საყიდლად. აღმოჩნდა, რომ მაღაზიაში დარჩენილი იყო ორი სახის მაქმანი. ანას გამყიდველმა უთხრა, რომ შეეძლო  მთლიანად ეყიდა ან ერთი ან მეორე. დარჩენილი იყო ერთი სახის მაქმანი 5/8 მ, ხოლო მეორე სახის 3/4 მ. ანამ თხოვა მეგობრებს  დახმარებოდნენ მაქმანის შერჩევაში, რათა საკმარისი ყოფილიყო პერანგის შესაკერად. თქვენი აზრით რომელი მაქმანის ყიდვა უნდა ერჩიათ მეგობრებს. (დაფიქრდით და გვიპასუხეთ)


 აქტივობა №6: ჯგუფების პრეზენტაცია    ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს. თითოეულ ჯგუფს პრეზენტაციისთვის (1წთ)

აქტივობა №7: განმავითარებელი შეფასება რუბრიკებით სლაიდი 7.
































მინი ლექცია
ვიდეოს ყურება













საერთო საკლასო












ჯგუფური მუშაობა

პროექტორი, კომპიუტერი.
სლაიდი 5


















სლაიდი 6
































სლაიდი 7

4 წთ































5 წთ.

























6 წთ.






3 წთ.
აქტივობა №8: ახალი მასალის ათვისების შემოწმება.
აქტივობის მიზანი –მოსწავლე უფრო გაიწაფება მაგალითების ამოხსნაში და უკეთ გამოიყენებს ახალ ცოდნას პრაქტიკაში.
აქტივობის აღწერა–
ა) პირველი ეტაპი:
დავალების შესრულება რვეულებში.
ბ) მეორე ეტაპი:  შესრულებული დავალების თვითკონტროლი დაფაზე გამოკრული პლაკატის გამოყენებით, რომელზეც მოცემულია სწორი პასუხები.
მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას.

დამოუკიდებელი სამუშაო.
ფრონტალური, ზეპირი გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ჩხირების გამოყენებით

საერთო –საკლასო

კომპიუტერი. პროექტორი. რვეული, საწერ–კალამი.



სლაიდი №8



სლაიდი №9
7 წთ
აქტივობა №9: რეფლექსია
აქტივობის მიზანი – თვითშეფასების უნარის გააქტიურება, სწავლის მოტივაციის გაზრდა.
აქტივობის აღწერა–
დააბოლოვეთ წინადადებები:
*დღეს მე გავიგე
*რთული იყო
*ახლა მე შემიძლია
*მე შევძელი
*მე ვცდი...




საერთო საკლასო
სლაიდი №10
3 წთ
აქტივობა №10: საშინაო დავალების
მიცემა/განმარტება:
გვ.99  7, გვ.100 №14-16.
მასალის განმტკიცების მიზნით უყურონ ვიდეოს
Skool.ge– ზე




სლაიდი №11
2 წთ



ჯგუფის შეფასების რუბრიკები

იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს
არ იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს
ნაწილობრივ იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს
ხშირ შემთხვევაში ჯგუფური მუშაობის წესებს იცავენ
ყოველთვის იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს
ჯგუფის წევრები სრულად და თანაბრად
ინაწილებენ ფუნქციებს
ჯგუფის წევრებს უჭირთ თანაბრად გაინაწილონ
ფუნქციებს
ჯგუფის წევრები ზოგჯერ თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს
ჯგუფის წევრები უმეტეს წილად
თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს
ჯგუფის წევრები სრულად თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს
არ უსმენენ ერთმანეთს და არ იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს
ზოგჯერ უსმენენ ერთმანეთს და იშვიათად იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს
უმეტეს წილად უსმენენ ერთმანეთს და ცდილობენ  გაიზიარონ ერთმანეთის მოსაზრებები
ყოველთვის
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს
ისმენენ მასწ. ინსტრუქციებს და თავს ართმევენ მოცემულ დავალებებს
არ ისმენენ მასწ. ინსტრუქციებს და თავს არიდებენ მოცემული დავალებების შესრულებას
ზოგჯერ
ისმენენ მასწ. ინსტრუქციებს და ნაწილობრიბ
თავს ართმევენ მოცემულ დავალებებს
უმეტეს წილად ისმენენ მასწ. ინსტრუქციებს და ხშირად თავს ართმევენ მოცემულ დავალებებს
ყოველთვის
ისმენენ მასწ. ინსტრუქციებს და თავს ართმევენ მოცემულ დავალებებს


ხელმოწერა: მარინე ფირცხალაშვილი


სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია


სამოდელო    გაკვეთილის   რეფლექსია

7 ივნისს, მე–5 „გ“ კლასში ჩავატარე  პრობლემაზე ორიენტირებული  სამოდელო გაკვეთილი  თემაზე „წილადის ძირითადი თვისება“.

გონებრივი  იერიშით  გავააქტიურე  წინარე  ცოდნა, ბავშვებს დავუსვი  საკვანძო  კითხვები, რაზეც მოსწავლეებმა დასაბუთებული პასუხები გასცეს.  გაკვეთილის საწყის ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და გავაცანი  გადასაჭრელი პრობლემა, დავუსახე  მისაღწევი შედეგი. 
გამოწვევის ფაზაზე ახალ თემაზე გადასასვლელად დაისვა ორი პრობლემური სიტუაცია.
პირველი პრობლემური სიტუაცია გადაჭრილი იქნა ბავშვების მიერ, ჩემი  მინიშნებების დახმარებით.
 მეორე პრობლემური სიტუაცია მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჯგუფური მუშაობისას დამოუკიდებლად.
პირველი პრობლემური სიტუაცია –  საერთო საკლასო მუშაობა
1.გადაკეცეთ წრე შუაზე, ჩაწერეთ წილადი, რომელიც წრის ერთ ნაწილს გამოსახავს;
2.მიღებული ნაწილი კიდევ გადაკეცეთ შუაზე. წრის რა ნაწილი მიიღეთ? რამდენი მეოთხედია წრის ½ ში?
3.მიღებული მეოთხედი ისევ გადავეცოთ შუაზე. ახლა რა ნაწილი მიიღეთ? რამდენი მერვედია წრის ½ ში?
4.ჩამოწერეთ რვეულებში და მძიმეებით გამოყავით მიღებული წილადების ჯაჭვი:½,2/4,4/8
5. რა შენიშნეთ საინტერესო?
6. გააგრძელეთ ჯაჭვი და ჩაწერეთ სამი მომდევნო წილადი.
(8/16,16/32,32/64)
7. რა ნიშანი უნდა დაიწეროს მძიმის ადგილას?
8. დამოუკიდებლად ცადეთ ჩამოაყალიბოთ წილადის ძირითადი თვისება.

მეორე პრობლემური სიტუაცია – ჯგუფური მუშაობა
ზეიმისთვის ანას დედას, ანასთვის უნდა შეეკერა მაქმანებიანი პერანგი. დედამ აიღო ზომა  და იანგარიშა, რომ საჭირო იყო 7/10 მეტრი მაქმანი. იმავე დღეს ანა მეგობრებთან ერთად წავიდა მაღაზიაში მაქმანის საყიდლად. აღმოჩნდა, რომ მაღაზიაში დარჩენილი იყო ორი სახის მაქმანი. ანას გამყიდველმა უთხრა, რომ შეეძლო  მთლიანად ეყიდა ან ერთი ან მეორე. დარჩენილი იყო ერთი სახის მაქმანი 5/8 მ, ხოლო მეორე სახის 3/4 მ. ანამ თხოვა მეგობრებს  დახმარებოდნენ მაქმანის შერჩევაში, რათა საკმარისი ყოფილიყო პერანგის შესაკერად. თქვენი აზრით რომელი მაქმანის ყიდვა უნდა ერჩიათ მეგობრებს.
ორივე პრობლემური სიტუაცია მოსწავლეების მიერ გადაწყვეტილი იქნა სწორად.
 გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებს მივეცი განმავითარებელი შეფასება შეფასების რუბრიკის  მიხედვით.
 საგაკვეთილი პროცესიდან გამომდინარე  მოსწავლეთა  მსჯელობას, ჯგუფების პრეზენტაციას და  ახალი  თემის  განმტკიცებას დავუთმე  შედარებით მეტი დრო,  გონებრივ იერიშს ნაკლები, რაც გაწერილი იყო  გეგმაში.
გაკვეთილის  ძლიერ  მხარედ  მიმაჩნია  მოსწავლეთა  აქტიური  მუშაობა  ჯგუფებში, მათი ურთიერთთანამშრომლობა, ერთმანეთის აზრის მოსმენა–გათვალისწინება, ერთმანეთის მიმართ  პოზიტიური დამოკიდებულება.
გაკვეთილი მიმდინარეობდა გეგმის  შესაბამისად, გაწერილი დროის შესაბამისად. მსვლელობისას გეგმის მოდიფიცირება არ მომიხდენია.
მიმაჩნია, რომ დასახული მიზანი შევასრულე და მივაღწიე შედეგგს.    გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე  გასასვლელი ბილეთები  თვითშეფასების კითხვარებით
 გაკვეთილის უარყოფით მხარედ მიმაჩნია ის, რომ ვერ  მოხერხდა  ყველა  მოსწავლის  სრულად ჩართვა კითხვა–პასუხის პროცესში.  ამ პრობლემის  მოსაგვარებლად ვეცდები აქტივობები ისე გავანაწილო, რომ ყველა ბავშვს გაკვეთილზე თავის წარმოჩენის საშუალება მიეცეს.


მათემატიკის მასწავლებელი: მარინე ფირცხალაიშვილი. პ/ნ: 61001014776
09.06.2019 წელი