Показаны сообщения с ярлыком ჩემი პირველი სამოდელო გაკვეთილი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ჩემი პირველი სამოდელო გაკვეთილი. Показать все сообщения

пятница, 7 июня 2019 г.

ჩემი პირველი სამოდელო გაკვეთილი

გაკვეთილის გეგმა
სკოლა: ქ.ბათუმის 3 საჯარო სკოლა
უროსი მასწავლებელი მარინე ფირცხალაშვილი, პ/ნ  61001014776
თარიღი: 31/05/2018
დაწყებითი საფეხური მე–6 კლასი
საგანი: მათემატიკა
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული – მათემატიკა და ხელოვნება
თემა:  „ღერძული სიმეტრია“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს სიმეტრიის ღერძის მიმართ ააგებს ნებისმიერი ბრტყელი ფიგურას ან სივრცით ფიგურას. იმსჯელოს ფიგურათა სიმეტრიის ღერძების არსებობის შესახებ მოცემული ნიმუშის მიხედვით და გაავლებს მათ სიმეტრიის ღერძს/ღერძებს  ან გამოთქვამს ვარაუდს, რომ ფიგურას სიმეტრიის ღერძი არ გააჩნია.
მათემატიკის სტანდარტი: ს.გ.VI.8 
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლეახდენს მოცემული ბრტყელი ფიგურის (წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრავალკუთხედი)  გადატანას ისე, რომ მითითებული წერტილი გადაყავს სიბრტყის მითითებულ წერტილში;
აგებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე;
პოულობს ფიგურათა კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს და ასაბუთებს პასუხს (მაგალითად ქარალდზე შესრულებული მოდელის გადაკეცვით)

ხელოვნების სტანდარტი: ს.გ.VI.7

მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლემოიპოვებს ინფორმაციას სახვითი ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების შესახებ. ათვალიერებს და ამოიცნობს მათ, აკავშირებს ისტორიულ, სოციალურ კონტექსტთან. აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის გლობალური ქსელის გამოყენებით.
საჭირო რესურსი:
Power Point–ში შესრულებული პრეზენტაცია; ჯგუფებში დასარიგებელი შესავსები კროსვორდის ნიმუშები, მრავალკუთხედების მოდელები, სხვადასხვა საგნების, მათ შორის ლარნაკების მოდელები. დაფა, ცარცი, რვეულები; სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, სარკე, საწერ–კალამი.

გამოყენებული ტექნოლოგიები: კომპიუტერები; პროექტორი, ნოუთბუკი, ეკრანი.
სასწავლო პროგრამები და საიტები: skool.ge; Google Forms, youtube.com.



საჭირო წინასწარი ცოდნა:
წრფე, სხივი, კუთხე,  მრავალკუთხედები და მათი სახეები, მრავალკუთხედის წვერო, კუთხე, დიაგონალი. წრეწირი და წრე, წრეწირის და წრის რადიუსი და დიამეტრი.
დიფერენცირება/მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგება:
ჯგუფური მუშაობა
 ჯგუფური მუშაობის შეფასება განმავითარებელი რუბრიკებით;





წინასაგაკვეთილო პროცესი

წინასწარ სახლში მოსწავლე კითხულობს სახელმძღვანელოში  და დარიგებული ლინკების გამოყენებით უსმენს ლექციას: 

გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1 – საორგანიზაციო მომენტი. (3 წთ.)

აქტივობის მიზანი:
კლასის მომზადება საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად.

აქტივობის აღწერა:
მისალმება, სიის ამოკითხვა. მიზნის გაცნობა

აქტივობა 2 – წინარე ცოდნის გააქტიურება. (6 წთ.)
გამოყენებული მეთოდი:
კროსვორდის შევსება და თემის გამოკვეთა
გონებრივი იერიში (კითხვა/პასუხი)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა გააქტიურონ და გაიხსენონ ადრე გაგონილი, ნანახი  ან ნასწავლი ინფორმაცია სიმეტრიის შესახებ.
აქტივობის აღწერა:
PowerPoint–ში შესრულებული პრეზენტაციის 1–13 სლაიდებზე მოცემული ნახაზების  და სურათების მიედვით კითხვებზე პასუხის გაცემა.
აქტივობა 3  გამოწვევა. (4 წთ.)
გამოყენებული მეთოდი:
ფრონტალური, ზეპირი გამოკითხვა გამოსაძახებელი ჩხირებით.
აქტივობის მიზანი:
პრობლემის გამოკვეთა–ახალ თემაზე გადასვლა.
აქტივობის აღწერა:
პროექტორის გამოყენებით ეკრანზე ვაჩვენებთ Power Point–ში შექმნილი პრეზენტაციის 14–17 სლაიდებზე გამოსახულ საგნებს, წრეწირის, კვადრატის, მართკუთხედის და სხვა  მოდელებს. ვთხოვ გვიპასუხონ აქვთ თუ არა  ამ ფიგურებს სიმეტრიის ღერძები და თუ აქვთ, მაშინ რამდენი?  ბავშვები სავარაუდოდ იოლად პასუხობენ დასმულ კითხვებს. შეიძლება მასწავლებელმა დაუსვათ მიმანიშნბებელი კითხვები.
აქტივობა 4  პრობლემის გადაჭრა. (5 წთ.)
გამოყენებული მეთოდი:
ჯგუფური მუშაობა, წინასწარ შერჩეულ 6 ჯგუფში
აქტივობის მიზანი:
ახალი ცოდნის აღმოჩენა-განმტკიცება იდეების ურთიერთგაზიარებით.
ურთიერთანამშრომლობითი უნარი– ჩვევების ჩამოყალიბება
აქტივობის აღწერა:
წინასწარი შერჩევით, მოსწავლეები იყოფიან 6 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში 5 მოსწავლე. 
1)      ჯგუფებს დაურიგდებათ სხვადასხვა სახის გეომეტრიული ფიგურების ნაკრები. მიეცემათ დავალება– მოიძიე და გვიჩვენეთ დასახელებული ფიგურა, რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს დასახელებულ ფიგურას? მოდელები გადაკეცონ სიმეტრიის ღერძზე.
2)      დაურიგდებათ ინსტრუქციები.
პირველი ჯგუფი ასახელებს (გვიჩვენებს)  ფიგურებს, რომლებსაც აქვთ ერთი სიმეტრიის ღერძი. (კუთხე, ტოლფერდა სამკუთხედი, ტოლფერდა ტრაპეცია)


მეორე ჯგუფი ასახელებს (გვიჩვენებს)  ფიგურებს, რომლებსაც აქვთ ორი სიმეტრიის ღერძი. (მართკუთხედი, რომბი)

მესამე ჯგუფი ასახელებს (გვიჩვენებს)  ფიგურებს, რომლებსაც აქვთ ორზე მეტი სიმეტრიის ღერძი. (კვადრატი, ტოლგვერდა სამკუთხედი, წრე)

მეოთხე ჯგუფი ასახელებს (გვიჩვენებს)  ფიგურებს, რომლებსაც არა აქვთ სიმეტრიის ღერძი. (სხვადასხვაგვერდა სამკუთხედი, სხვადასხვა გვერდა მრავალკუთხედი, მართკუთხა ტრაპეცია).

მეხუთე ჯგუფი ასახელებს (გვიჩვენებს)  ფიგურებს, რომლებსიც მათი აზრით ყველაზე სიმეტრიულებია. (წრე , წრეწირი)

მეექვსე ჯგუფი ასახელებს (გვიჩვენებს)  ფიგურებს, რომლებსაც აქვთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტი სიმეტრიის ღერძი. (წრე, წრეწირი, წესიერი ათკუთხედი)
აქტივობა 5 პრეზენტაცია (6 წთ.)
ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს. თითოეულ ჯგუფს  პრეზენტაციისთვის (1წთ.)


აქტივობა 6 ახალი მასალის დაკავშირება ხელოვნებასთან და ათვისების შემოწმება (9 წთ.)
გამოყენებული მეთოდი:
ჯგუფური მუშაობა

აქტივობის მიზანი:
მოსწავლე გაიწაფოს ახალ თემაზე მოცემული დავალების შესრულებაში და მიღებული ცოდნა გამოიყენოს  შებრუნებული ამოცანების ამოხსნისას.
აქტივობის აღწერა:
პირველი ეტაპი–დავალების შესრულება დარიგებულ ფურცლებზე; სლაიდი 19
მეორე ეტაპი – შესრულებული დავალების თვითკონტროლი სლაიდი 20 –ის გამოყენებით, რომელზეც მოცემულია სწორი გადაწყვეტა.
მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას.
დავალება ხელოვნებაში.  18–20 სლაიდებზე.
ყველა ჯგუფს დაურიგდება მე–19 სლაიდზე არსებული ლარნაკის ნახევრის გამოსახულება შესრულებული უჯრებიან ფურცელზე. დავალებათ კი მიეცემათ სიმეტრიული ფიგურის დახატვა და სრული ლარნაკის სურათის აღდგენა. 1,3,5 ჯგუფი დახატავს ლარნაკის მარჯვენა ნახევარს. 2,4,6 ჯგუფი კი მარცხენა ნახევარს. 1,2; 3,4; 5,6 ჯგუფები გააერთიანებენ მათი ნამუშევრებს და წარმოუდგენენ კლასს.








გაკვეთილის დასკვნითი ფაზა
აქტივობა 7 პრეზენტაცია (6 წთ.)
ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს. თითოეულ ჯგუფს  პრეზენტაციისთვის (1წთ.)
აქტივობა 8 განმავითარებელი შეფასება. რუბრიკებით 21 სლაიდზე. (4 წთ.)

აქტივობა 9 საშინაო დავალების მიცემა  (2 წთ)
აქტივობის აღწერა:
განმარტების მიცემა, გუგლ–დრაივის ფორმაში შექმნილი ტესტის მიღება დარეგისტრირებულ ჯუფში (ბავშვები წინასწარ არიან დარეგისტრირებული), ტესტის შესრულება და მასწავლებლისთვის გადაგზავნა უკუკავშირისთვის ელ– მისამართზე: pirc.mari3005@gmail.com




 გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს   რ ე ფ ლე ქ ს ი ა


სამოდელო    გაკვეთილის   რეფლექსია
   ჩავატარე  სამოდელო, ხელოვნებასთან ინტეგრირებული  გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე - ღერძული სიმეტრია.
გაკვეთილის დასაწყისში  მოსწავლეებს  განვუმარტე  გაკვეთილის   მიზანი, გავაცანი  გადასაჭრელი პრობლემა, დავუსახე  მისაღწევი შედეგი.
   გონებრივი  იერიშით(კითხვა–პასუხი)  გავააქტიურე  წინარე  ცოდნა, მოსწავლეებმა გააქტიურენ და გაიხსენენ ადრე გაგონილი, ნანახი  ან ნასწავლი ინფორმაცია სიმეტრიის შესახებ.
დავუსვი  საკვანძო  კითხვები, რაზეც  მოსწავლეებმა გასცეს  დასაბუთებული პასუხები.  ახალ თემაზე გადასვლისას პროექტორის გამოყენებით ეკრანზე ვაჩვენებთ Power Point–ში შექმნილი პრეზენტაციის სლაიდებზე გამოსახულ საგნები: წრეწირის, კვადრატის, მართკუთხედის და სხვა  მოდელები. დაისვა კითხვა აქვთ თუ არა  ამ ფიგურებს სიმეტრიის ღერძები და თუ აქვთ, მაშინ რამდენი? ვთხოვე ეპასუხათ ცხოვრებაში სად შეხვედრიან სიმეტრიულ საგნებს და ფიგურებს და დაესახელებინათ ისინი. ბავშვები  იოლად პასუხობდნენ დასმულ კითხვებს.
შემდეგ  მივაწოდე  ახალი  ინფორმაცია სიმეტრიაზე ხელოვნებაში–მხატვრობასა და არქიტექტურაში და ჯგუფებში შესრულებული იქნა პრაქტიკული სამუშაო.
  გაკვეთილის ბოლოს მთლიანად  კლასს და ჯგუფებს პრეზენტაციის საფუძველზე მივეცი განმავითარებელი შეფასება შეფასების რუბრიკის  მიხედვით.
   გაკვეთილის  მსვლელობისას , საგაკვეთილი პროცესიდან გამომდინარე  ჯგუფურ მუშაობას და  ახალი  თემის  განმტკიცებას დავუთმე  მეტი დრო, ვიდრე გონებრივ იერიშს, რაც გაწერილი იყო  გეგმაში.
 აღსანიშნავია რომ გაკვეთილის  ძლიერ  მხარედ  მიმაჩნია  მოსწავლეთა  აქტიური  მუშაობა  ჯგუფებში, მათი ურთიერთთანამშრომლობა, სხვისი აზრის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, საკითხისადმი სიღრმისეული წვდომა.
    გაკვეთილი მიმდინარეობდა გაწერილი გეგმის  მიხედვით და მსვლელობისას გეგმის მოდიფიცირება არ  გახდა  საჭირო. ვთვლი რომ დასახული მიზანი შესრულდა და გავედი შედეგზე. გაკვეთილი  გამოვიდა  ისეთი, როგორიც  მქონდა  დაგეგმილი.
    გაკვეთილის უარყოფით მხარედ მიმაჩნია ის რომ ვერ  მოხერხდა  ყველა  მოსწავლის  სრულად ჩართვა  საგაკვეთილო  პროცესში. ამ პრობლემის  გადასაჭრელად  საჭიროა  შემდეგ  გაკვეთილებზე  შეიცვალოს  საკლასო  მენეჯმენტი  და  აქტივობები  განაწილდეს ისე, რომ ყველა  მოსწავლემ თანაბრად  შეძლოს  თავის  წარმოჩენა.